"სასმართლოსთვის საპროცესო გარიგების მოთხოვნის შუამდგომლობით არ მიგვიმართავს",- განაცხადა ჟურმალისტებთან ახმედ ჩატაევთან კავშირში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ. თუმცა, ის მომავალში არ გამოროცხავს გარემოებების შეცვლის შემთხვევაში საპროცესო გარიგებაც შედგეს.
ბარბაქაძის განმარტებით,მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. "მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე ბადურ ჩოფანაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და დაცვის მხარე ყველა წარმოდგენილ მტკიცებულებას სადოს ვხდით",- აცხადებს ადვოკატი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ის გამოძიების ეტაპზე დანაშაულს აღიარებდა, ადვოკატი განმარტავს, რომ იმ ეტაპზე სხვადასვა პოზიციები იყო და მთავარი სასამართლოში მიცემული ჩვენებაა. "გამოძიების ეტაპზე არაერთხელ დაიკითხა, სხვადსხვა პოზიციები იყო, შესაბამისად მხოლოდ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას ძალა არ აქვს, მთავარია რა იწნება სასამართლოზე",- განაცხადა ბარბაქაძემ.
ცნობისთვის, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით სულ 8 პირია დაკავებული. აქედან 2-ის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.