ტყიბულისა და თერჯოლის რაიონებს შორის, სოფელ ოჯოლასთან, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში ტყეს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია 1 ჰექტარი ტყის მასივი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სტიქია დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ უქმნის. ამასთან, ხაჩიძის განცხადებით ხანძარი უკვე "თითქმის ლიკვიდირებულია".
"დარჩენილია რამდენიმე მცირე კერა", - განაცხადა ხაჩიძემ
შემთხვევის ადგილზე ტყიბულის, თერჯოლისა და ქუთაისის შესაბამისი სახანძრო ბრიგადები იმყოფებიან. ხანძრის ლივიდირების პროცესში იმერეთის საგნგებო სიტუაციების შტაბიც მონაწილეობს.