ბათუმში, ბაგრატიონისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
ფოტო: აჭარის ტელევიზია