სამტრედიასთან ახლოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა.
დაღუპულებს შორის ორი ზრდასრული, ერთი კი ბავშვია.
შემთხვევის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.