ხვალ, 1-ლი აგვისტოდან ფოთში, იწყება ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის შავი ზღვის აუზის ქვეყნების მონაწილეობით.
მულტიმედიური პროექტი "ხელოვნების ზღვა" მიმართულია თანამედროვე ხელოვნების როლისა და პოტენციალის გამოვლენისაკენ თავისუფალი ურბანული სივრცის ფორმირებაში. პროექტის გარემო, ბუნებრივი პირობები განიხილება განიხილება, როგორც მოცულობა, რომელიც თავად გვკარნახობს ჰუმანურ და ეკოლოგიურ პარამეტრებს.
პროექტი „ხელოვნების ზღვა" მოიცავს თხუთმეტდღიან მულტიმედიურ პროგრამას, თანამედროვე ხელოვნების ვორქშოფს,საგანმანათლებლო ლექცა-მასტერკლასებს, პერფორმანსებს, აქციებს, დისკუსიებს, ბრიტანელი და ქართველი მუსიკოსების კონცერტებსა და გამოფენებს. პროექტში მონაწილეობენ მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები და კურატორები თბილისიდან, ფოთიდან, ქუთაისიდან და ოზურგეთიდან.
პროექტის ადგილი: მალთაყვის საწყალოსნო კომპლექსი და მიმდებარე ტერიტორია