ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე 17 წლის ახალგაზრდამ 15 წლის ცოლი დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
დაშავებულს მრავლობითი დაზიანებები გულ-მკერდისა და ზურგის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მეზობლების ინფორმაციით, ისინი თურქეთის მოქალაქეები იყვნენ, ბინა კი, რამდენიმე თვის წინ იქირავეს.
15 წლის გოგონა ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით ოჯახმა ის სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანა.
რაც შეეხება ბრალდებულს, 17 წლის ახალგაზრდა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულს ედავება.
ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.