გვიან ღამით, ძლიერმა ქარმა ბათუმში პრობლემები შექმნა. მერიის განცხადებით, მიმდინარეონს აღდგენითი სამუშაოები.
,,გვიან ღამით ბათუმში ძლიერი ქარი დაფიქსირდა. მობილიზებულები იყვნენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ქალაქის ტერიტორიასა და ცენტრალურ პარკში დაზიანდა და წაიქცა რამდენიმე ხე, რომლებიც გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ იქნა გატანილი. შპს ,,სანდასუფთავების“ მობილურმა ჯგუფებმა დანაგვიანებული ქუჩების დასუფთავება ქარის ჩადგომისთანავე განახორციელეს. დასუფთავდა ქალაქის ცენტრალური ნაწილი და გარეუბნები, გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა ზღვის სანაპირო ზოლზე. ძლიერი ქარის შედეგად, მშენებარე ობიექტიდან ჩამოცვენილმა სამშენებლო მასალებმა დააზიანა და ჩაანგრია, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე სახლის სახურავი. აღნიშნულ მისამართზე უკვე დაიწყო აღდგენითი სამუშაოები”, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.