პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ასოშიეტედ პრესი ავრცელებს.
გადაწყვეტილების საფუძვლად აბასი პალესტინასა და ისრაელს შორის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობას ასახელებს.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა და იორდანიის მეფემ აბდალა მეორემ მოუწოდეს მაჰმუდ აბასს არ მიიღოს ნაჩქარები გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
რამდენიმე ხნის წინ თავისი გადაწყვეტილების შესახებ აბასი აშშ-ს სხელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ესაუბრა. რის შემდგომაც მას ტელეფონით ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაუკავშირდა და სთხოვა გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო დარეგულირებამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ მაჰმუდ აბასმა თავისი გადაწყვეტლების შესახებ უკვე შეატყობინა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას, რომლის სტრუქტურაშიც გაერთიანებულია მისი პარტია "ფატხი".
პალესტინის პარლამენტის არჩევნები 2010 წლის 24 იანვარს უნდა გაიმართოს.
უნდა აღინიშნოს, რომ აბასმა არჩენებში მონაწილეობისათვის ყველა პალესტინელს მოუწოდა მათ შორის, იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2007 წლიდან მოძრაობა ჰამასის მიერ კონტრორილებად ტერიტორიაზე ღაზას სექტორში ცხოვრობენ.
2009 წლის 14 ოქტომბერს გამოცხადდა იმის შესახებ, რომ პალესტინის ორი უდიდესი პარტია ფატხი და ჰამასი შეთანხმდნენ ერთიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე, თუმცა შემდგომ ჰამასის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერაზე. მთავარ წინააღმდეგობად ისრაელისადმი პარტიების განსხვავებული დამოუკიდებულება დასახელდა.
ორივე პოლიტიკური ძალა აღიარებს ისარელს, როგორც სახელმწიფოს, თუმცა ფატხი თანახმაა აწარმოოს ისრაელის ხელისუფელბასთან მოლაპარაკებები ახლო აღმოსახლეთის დარეგულირების პროცესის ფარგლებში. სწორედ ეს ზომიერი პოზიცია გახდა 2005 წლის იანვარში გამართულ არჩევნებზე პარტიის დამარცხების მთავარი ფაქტორი. ამის შემდეგ ღაზას სექტორის კონტროლი რადიკალურად განწყობილი ჰამასის ქვეშ გადავიდა, ხოლო მაჰმუდ აბასი არჩეული იქნა პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტად.