ხვალ, 29 ივლისს შიდა ქართლის გუბერანტორი ზურაბ არსოშვილი გაფართოებულ თათბირს გამართავს.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წყალმომარაგების, საირიგაციო, გაზის და ენერგოკომპანიების რეგიონული ხელმძღვანელებიც დაესწრებიან.
შეხვედრაზე რეგიონში სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე, გაზიფიცირებაზე, ელექტროენეგიის და სასმელი წყლით მომარაგებაში არსებულ პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.
შეხვედრა მედიისთვის ღია იქნება.