ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 50-წლამდე მამაკაცი ხევში ჩავარდა და დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მისვლის დროს, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო. ექიმებმა კი, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.