ბათუმში სილამაზის სალონების მონიტორინგი იწყება. დღეს მერიის ზედამხედველიბის სამსახურის სანიტარულმა განყოფილებამ ბათუმში არსებული სილამაზის სალონების სანიტარული მდომარეობა შეამოწმა. შემოწმება ლაბორატორიული კვლევის მეთოდების საფუძველზე განხორციელდა და კვლევის შედეგები 72 საათში იქნება ცნობილი.
იმ შემთხვევაში, თუ სალონი სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს ვერ დააკმაყოფილებს, კანონმდებლობის გათვალისწინებით დაჯარიმდება.