დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ განცხადება ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
არ გადადო-აიცერი! - მოწოდეით პრესკონფერენცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდის ტენდენცია გრძელდება.
2017 წლის აგვისტოდან - 2018 წელს 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში წითელას 102 შემთხვევა უკვე აღირიცხა, მათ შორის აჭარაში 86.
შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფზე, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი -19,5%.
"წითელას ნულოვანი მაჩვენებელი არასოდეს არ გვქონია. ცნობილია, რომ 2013-2014 წლებში გვქონდა საკმაოდ დიდი ეპიდემია, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გახდა დაავადებული და ამის ძირითადი მიზეზი არაიმუნიზირებულობა იყო, ადამიანები არ იყვნენ აცრილები. ამ პერიოდში და 2017 წელს, ჩვენ 200 ათასი ადამიანი ავცერით წითელაზე, რომ როგორმე შევაჩეროთ წითელას გავრცელების პროცესი. შარშან წითელას 100-მდე შემთხვევა დარეგისტრირდა, პროცესი გრძელდება, 2018 წელშიც გვაქვს შემთხვევები. წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა ხათუნა ზახაშვილმა.
ხათუნა ხაზაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოში 40-წლამდე ადამიანების წითელასგან აცრა - უფასოა.