ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტომაქანაში ერთი ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა. ავარიას ოჯახის ერთი წევრი ემსხვერპლა. დაშავდა ავტომანქანაში მყოფი სამი ადამიანიც.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შუახნის ქალი, მძიმედ დაშავდნენ გარდაცვლილის შვილი და რძალი. ასევე, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მცირეწლოვანმა ბავშვმა, რომელსაც დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს ,რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.