თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, ურთიერთშელაპარაკების დროს 40-წლამდე მამაკაცს ჭრილობები, სავარაუდოდ, ნაჯახით მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, მეზობელ სოფელში მეგობართან სტუმრად მყოფ მამაკაცებს შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.