სიღნაღში, სოფელ ქვემო ბოდბეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
გარდაცვლილი ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.