„ყველა ერთისთვის!“ ამ სლოგანით გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მხარდამჭერი აქციები თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართა.
ქუთაისში აქცის მონაწილეები „თეთრ ხიდზე“ შეიკრიბნენ და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს და მისთვის შეფარდებული რვაწლიანი პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. მათი განცხადებით, ქვეყანაში უნდა შეწყდეს არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა.
გიორგანაშვილის მხარდამჭერი მესიჯები გაისმა ბათუმშიც. ევროპის მოედანზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს მხარდამჭერას უცხადებენ.
ცნობისთვის, ამ წუთისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნაჯა ორაშვილის განცხადებით, აქციის მთავარი მოთხოვნა გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლებაა.
შეგახსენებთ, გიორგი გიორგანაშვილი იგივე "ბახალა" მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.