საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ქუთაისში გასვლითი თათბირი ჩაატარა.
თათბირზე, რომელსაც სამინისტროს ყველა საქვეუწყებო სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდა, მიმდინარე წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
სხდომის შემდეგ რამაზ ნიკოლაიშვილმა სამინისტროს თანამშრომლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროექტების ობიექტები დაათვალიერა, მათ შორის ჩხარის მშენებარე სკოლა.
მინისტრის განცხადებით, მსგავსი ხასიათის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება და ის პირადად გაუწევს კონტროლს ყველა იმ პროექტს, რომლებიც საქართველოში რეგიონების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით ხორციელდება.