საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე რამოდენიმე საათის წინ ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რამაც გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა.