ბათუმთან ახლოს, სოფელ განთიადში ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ განაცხადა, ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მისივე თქმით, ამ დროისათვის ცეცხლის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ექვსი სახანძრო ჯგუფი და 70-მდე მეხანძრე იყო მობილიზებული სოფლების – განთიადისა და კაპრეშუმის საზღვარზე. ცეცხლი ეკალბარდზე იყო მოდებული. ხანძარი ამ დროისთვის სრულად არის ლოკალიზებული“, – განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მამუკა თურმანიძემ.