ბათუმთან ახლოს, სოფელ განთიადში გაჩენილ ხანძრის ჩაქრობას ხუთი სახანძრო ჯგუფი ცდილობს.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მეხანძრეები ცეცხლის კერებთან იმყოფებიან. მათი ვარაუდით, ხანძრის ლოკალიზებას მალე მოახერხებენ.
მათივე ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
სოფელ განთიადში ხანძარი დაახლოებით 2 საათის წინ გაჩნდა.