ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" თანამშრომელი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ამავე ქუჩაზე მდებარე ფილიალში მოხდა. ბანკში დაყაჩაღების მიზნით რამდენიმე ადამიანი შევიდა, რა დროსაც ერთ-ერთმა თანამშრომელი დაჭრა.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და პოლიცია.