აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად გუშინ ღამით ზღვაზე განვითარებული შტრომის შედეგად დანაგვიანებული ბულვარის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
ზღვაზე განვითარებულ ძლიერ შტორმს ბულვარის ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაიფარა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სსიპ "ბათუმის ბულვარისა" და შპს „სანდასუფთავების" თანამშრომლები. მუშაობს რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა.
სსიპ "ბათუმის ბულვარის" მობილური ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ ზღვისპირა პერიმეტრის მონიტორინგს. ამ დროისათვის, ბათუმის ბულვარში ვითარება სტაბილურია. გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დღის ბოლომდე დასრულდება.