ბათუმში განვითარებულმა უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაფარა. ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი.
„აკვაპარკი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდანვე დაიწყო შტორმის შედეგების სრულმაშტაბიანი სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და ბათუმის ბულვარის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლები ბულვარსა და სანაპირო ზოლს ასუფთავებენ. რაც შეეხება, ბულვარის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი არ არის. დაზიანებულია პრომინადის მცირე მონაკვეთი.
არსებულ მდგომარეობას დილიდანვე გაეცნო ბათუმის ბულვარის წარმომადგენლები. ბულვარის ხელმძღვანელმა, ეთერ მაჭუტაძემ მედიას არსებული ვითარების შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია.
სსიპ “ბათუმის ბულვარის“ მობილური ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ ზღვისპირა პერიმეტრის მონიტორინგს. ამ დროისთვის ბათუმის ბულვარში ვითარება სტაბილურია. გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დღის ბოლომდე დასრულდება.