საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ლადო ვარძელაშვილი აცხადებს, რომ სოფელ კნოლევის ხიდის აღდგენა მომავალ წელს დაიწყება.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ეს სოფელი რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების ალყაშია მოქცეული. ერთადერთი ხიდი კი რომელიც ამ სოფელს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებს ჩაინგრა. ხალხი ითხოვს და ამბობს, რომ თუ ხიდი არ აღდგება, მაშინ ასობით ადამიანი მძევლობაში აღმოჩნდება.
"ამ ხიდის რეაბილიტაცია მომავალ წელს ჩვენი და ერთ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის თანადაფინანსებით მოხდება და გაზაფხულისათვის თუკი ამინდები საშუალებას მოგვცემს ეს ხიდი აღდგენილი იქნება", _ აცხადებს პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ლადო ვარძელაშვილი.