ბათუმში McDonald's-ის რიგით მეორე რესტორანი ერას მოედანზე გაიხსნება.
დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბათუმის მერს მიეცა თანხმობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ერას მოედნის მიმდებარედ არსებული 142,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ნაკვეთის შპს „თ და კ რესტორნებისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, 20 წლის ვადით, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე ევროპული სტანდარტების რესტორანი გაიხსნება.
განკარგულების პროექტის მიხედვით, მითითებული უძრავი ქონების წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 15500,00 ლარის ოდენობით.