ოკუპირებული ცხინვალის პროკურატურა მარეკ დუდაევის მკვლელის ვინაობას სსახელებს. დეფაქტო უწყების ინფორმაციით, დუდაევს მისმა თანასოფლელმა, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევმა ესროლა. მკვლელობა სოფელ არცევში 15 იანვარს მოხდა. კაზიევს ამ დრომდე ეძებენ. მის წინააღმდეგ საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით არის აღძრული. დუდაევი 2004 წელს ქართველმა ძალოვნებმა დააკავეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის 7 ივნისს ის ამნისტიით გაათავისუფლეს და ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებას გადასცეს.