ცხინვალში მარეკ დუდაევი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო РЕС იტყობინება. სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტი სოფელ არცევის კლუბში მოხდა. ადგილობრივი მილიციის ცნობით, დუდაევს თანასოფლელმა ესროლა. მას სამი ტყვია მოხვდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დუდაევი 2004 წელს ქართველმა ძალოვნებმა დააკავეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის 7 ივნისს ის ამნისტიით გაათავისუფლეს და ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებას გადასცეს.