ხვალ, 24 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში ხელოვნების უიკენდი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია "ამბასადორი". როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს არის სიახლე საქართველოს ტურისტულ ბიზნესში და მსურველებს საშუალება ექნებათ ერთი დღე ხელოვნებთან ერთად გაატარონ.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ცნობილ მხატვართა გამოფენა (ფერწერა, გრაფიკა, კერამიკა, ქანდაკება), ცოცხალი მუსიკა, გაიმართება აგრეთვე წიგნის პრეზენტაცია, მოხდება ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება.
დამსწრე საზოგადოებას უფასოდ საშუალება ექნება, მთელი დღის განმავლობაში ბილიარდით, მაგიდის ჩოგბურთით გაერთონ და აუზით ისარგებლონ.
მსურველებისთვს გასვლა მოხდება სასტუმრო "ამბასადორიდან" 10:00 საათზე (იოანე შავთელის ქ.#13; ანჩისხატის ეკლესიის გვერდით).