ოზურგეთი-ჯუმათის დამაკავშირებელ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯუმათში მცხოვრები 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა მოცურდა და ხიდიდან გადავარდა. გარდაცვლილთან ერთად მანქანაში მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი ისხდნენ.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მეორე პაციენტი კი მრავლობითი ჭრილობებით გადაყვანილია სპეციალიზებულ კლინიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.