გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული დღე - ღამის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე აღინიშნა წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. ქროდა ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში აღინიშნა ქარბუქი. ღამის საათებში ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო დაიკეტა გუდაური - კობის გზის მონაკვეთი.
დაფიქსირდა ქარის სიჩქარის შემდეგი მნიშვნელობები: ქობულეთი - 18 მ/წმ, ქუთაისი - 16 მ/წმ, ბაკურიანი - 21 მ/წმ, გორი, დევდორაკი, კობი - 17 მ/წმ, ჯვრის უღელტეხილი - 18 მ/წმ, გუდაური (სნოუ პარკი) - 21 მ/წმ, ბოლნისი, თელავი, თბილისი (ვაშლიჯვარი), - 20 მ/წმ, დღეს დღის განმავლობაში ქარი შენარჩუნდება, ნაკლები სიძლიერით.
სინოპტიკოსების ინფორმაციით 11 იანვარს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და დილის საათებში მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით და ნისლია მოსალოდნელი. დედაქალაქში მცირე თოვლჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +2, +7 გრადუსამდე დაიკლებს.
12 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.
13 – 14 იანვარს შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს.
საქართველოს მასშტაბით მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების ავტომატური სადგურები და ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, რომლებიც არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების შესახებ ოპერატიულ რეჟიმში გადაცემს მონაცემებს გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალიტების მიერ მეტოროლოგიურ პირობებზე გაკვირვება 24 სათის განმავლობში მიმდინარეობს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სააგენტოს სპეციალიტების ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან იღებენ ინფორმაციას შემდგომი რეაგირებისთვის.