ბათუმში, ლეხ და მარია კაჩენსკების ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა. მათივე ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას დაშავებული კონტაქტური იყო.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.