ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადავარდა.
გადავარდნის შედეგად, ორივე მუშა დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.