ზუგდიდში, ჩიჩუას ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ზუგდიდში შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა, ინფორმაცია დღეს გავრცელდა.