აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგებს აგრძელებს. ამჯერად, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტრენინგს კურორტ გომარდულის საოჯახო სასტუმრო სახლებისა და კოტეჯების წარმომადგენლებს უტარებს. თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისას მონაწილეები საოჯახო-სასტუმრო სახლების ზოგად სტანდარტებს, კვებასთან დაკავშირებულ მომსახურების ნორმებს, ჰიგიენის ძირითად წესებსა და სტუმართ-მასპინძლობის ზოგად პრინციპებს ეცნობიან.
მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბათუმსა და მთიან აჭარაში ჯამში 500 ადამიანი გადაამზადა. 2018 წლისთვის, უწყება ტრენინგების პროგრამისა და მასშტაბების გაფართოებას გეგმავს.