უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი დიპლომატი დააკავეს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ის 45 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტის შეტანას მიკროავტობუსით ცდილობდა.
მათივე ცნობით, საზღვარზე მფლობელმა სატრანსპორტო საშუალების შემოწმებაზე უარი განაცხადა, ადგილზე მძღოლის ადვოკატი და საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახეს.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.