დღეს "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია შეეჯიბრებიან.
მონაწილეთა რეგისტრაცია სპორტის სასახლეში 12:00 საათიდან დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ "ადვოკატთა ასოციაციის" არჩევნების პირველი ტური 9 დეკემბერს ჩაატარდა. კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი - 1128 ხმა დავით ასათიანმა მიიღო.