15-16 დეკემბერს ივ.ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკის მიმართულებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მთავარი თემა წვრილნემსიანი ასპირაციის გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკაში - მანიპულაციის ტექნიკა და ციტოლოგიური მასალის შეფასება იქნება, სადაც ნიდერლანდების წამყვანი სამედიცინო კლინიკის, ლაბპონის პათოლოგ ანატომი - მარიელ ბრინნკჰაუსი და ციტოლოგი - მარისკა სტელარდი მოხსენებებს წაიკითხავენ.
კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი ექიმები ენდოკრინოლოგიურ დარგში ერთმანეთს კლინიკურ მიღწევებს გამოცდილებებს გაუზიარებენ.
კონფერენცია სამედიცინო კორპორაცია ევექსის ორგანიზებით და საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება.