„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) ქუთაისის ოფისში დისკუსია, „ილია XXI საუკუნეში”, გაიმართა, რომელიც ილია ჭავჭავაძის საუკუნისწინანდელ არამხატვრული ტექსტების, პუბლიცისტური წერილების და საგაზეთო სტატიების განხილვას მიეძღვნა.
წერილები ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროექტ „დემოკრატიის სკოლის” მიმდინარე ნაკადის მსმენელებმა წარადგინეს.
EECMD-ის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს ილია ჭავჭავაძის შემოქმედების თანამედროვე ეპოქაში გააზრება წარმოადგენდა: თუ რა ცვლილებები განიცადა ქართულმა საზოგადოებამ, შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება იმ თემების მიმართ, რაზედაც ილია XIX საუკუნეში წერდა და რა პარალელების გავლება არის შესაძლებელი თანამედროვე საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ კონტექსტთან დღეს.
ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის, თემურ ჯვარშეიშვილის განმარტებით, „ამ დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მივუბრუნდეთ ილიას შემოქმედებას საზოგადოებასთან ერთად და ახლებურად დავინახოთ ის, როგორც არამხოლოდ არაერთი ღირებული მხატვრული ნაწარმოების ავტორი, არამედ, როგორც 21-ე საუკუნის საზოგადო მოღვაწე და სოციალური მოვლენა იმდროინდელ საქართველოში”.
დისკუსიები ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ ქუთაისის გარდა საქართველოს სამ ქალაქში - ბათუმში, გორში და თელავში გაიმართება.