ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში ხანძარია. როგორც ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ განაცხადა, ცეცხლი შეშის ღუმელს გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.