ბათუმში მომხდარი აფეთქების დროს 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. აფეთქება, 10 დეკემბერს, 14 საათსა და 40 წუთზე ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში მოხდა.
ძლიერი აფეთქების შედეგად, დაზიანდა სხვა კორპუსებიც. დაზიანებულია მიმდებარე ქუჩებზე მდგარი ავტომანქანებიც. დაშავებულები, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურებთან ერთად იმყოფებოდნენ, ქალაქის ხელმძღვანელი პირები.