თელავის საგადასახადო სამსახურიდან ტესტირების საფუძველზე 68 თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგადასადახო ინსპექციაში განუცხადეს, ტესტირება სულ 140 თანამშრომელმა გაიარა.
„ტესტირების მიზანი იყო იმის გარკვევა, რამდენად შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობებს თანამშრომლების ცოდნის დონე და კვალიფიკაცია. ტესტირება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო აკადემიის ბაზაზე საგადასადახო განხრით ჩატარდა. ტესტი 100 შეკითხვას მოიცავდა და გამსვლელი ქულა 75 იყო. ტესტირება თანამშრომლების დიდმა ნაწილმა ვერ ჩააბარა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგადასახადო ინსპექციის მთავარმა სპეციალისტმა ირა აჭარაძემ.
მისივე თქმით, საგადასახადო ინსპექცია ზოგიერთ ვაკანტური ადგილზე კონკურსის გამოცხადებას უახლოეს დღეებში გეგმავს.