ქობულეთი - ოზურგეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში, მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობდა. მეწყრული პროცესი განვითარდა ზედა აჭყვაში ბედინაძეების საცხოვრებელთანაც. Ajaratv.ge-ს ინფორმაციით, გუშინ გაყვანილი 2 ოჯახი თავს ისევ ახლობლებთან აფარებენ.
ოჯახების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი ჯგუფი შეისწავლის და ამის შემდეგ გადაწყდება თუ რა ღონისძიება გატარდება. მიწის მასა ჩამოსულია 8 სოფლის შიდა გზაზე თუმცა მერის მოადგილის ინფორმაციით მასა მცირეა და გადაადგილება შეფერხებული არ არის . უამინდობის გამო სოფელ ლეღვაში დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები და 180 ოჯახს ელექტრო ენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ხოლო სოფელ ციხისძირის, ბუკნარისა და საჩინოს მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.