მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო გადაადგილება გართულებულია მაღალი ზონის სოფლებში, გოდერძის უღელტეხილსა და მის მიმდებარედ თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს.
წუხელ პრობლემა შეექმნათ ტურისტებსაც, რომლებიც გოდერძისკენ მიდიოდნენ. ხულოს მერის განცხადებით, კურორტისკენ გზა უკვე გაწმნედილია და დამსვენებლები გვიან ღამით დაბინავდნენ. გოჩა მელაძის თქმით, ზვავი ჩამოწვა სამ სოფელში, ოჯახები მეზობლებს აფარებენ თავს. ამ დრომდე პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც, ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
მაღალმთიან აჭარაში დღეს აღარ თოვს.