ბათუმის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის ცხელ ხაზზე ლერმონტოვის ქუჩის #96-ში მცხოვრები მოსახლეობისაგან ეზოს დატბორვის შესახებ შეტყობინება შევიდა.
მერიის ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ განახორციელეს რეაგირება. აღნიშნულ მისამართზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ცხაურების გაწმენდისა და ამოტუმბვის სამუშაოები.
მათი ინფორმაციით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღის განმავლობაში რამდენჯერმე იმყოფებოდა ადგილზე და ათვალიერებდა სამუშაოების მიმდინარეობას.
მათივე ინფორმაციით, იგეგმება ლერმონტოვის ქუჩის #96-ში მდებარე ეზოს სანიაღვრე სისტემის კვლევისა და დაპროექტების სამუშაოები, რის შემდეგაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.