დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ისრაელის სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე მიიღო. ამის შესახებ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაეროში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა.
„ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ისრაელთან ერთად მიიღო. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკელი ხალხისთვის სიმამაცე ნიშნავს გააკეთო ის, რასაც სწორად მიიჩნევ. სწორედ ასე მოიქცა პრეზიდენტი“, - აღნიშნა ჰეილიმ.
დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გუშინ აღიარა.