ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალური მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება.
შეხვედრის შემდეგ, ჯანელიძე და სტოლტენბერგი მედიასთან მოკლე კომენტარებს გააკეთებენ.
დღესვე ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც იენს სტოლტენბერგი წარუძღვება. ღონისძიებას ალიანსის 29 წევრი ქვეყნის დიპლომატები დაესწრებიან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ბრიუსელში მყოფი მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთანაც გამართავს. ტილერსონი მინისტერიალს ესწრება, რომელიც დღეს გაგრძელდება.