65 წლის ასაკში 2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერ-ეკოლოგი სტივენ შნეიდერი გარდაიცვალა.
შნეიდერი გულის შეტევით სტოკჰოლმიდან ლონდონში გადაფრენის დროს თვითმფრინავში დაიღუპა.
მისი სპეციალიზაცია ატმოსფერული მოვლენების მოდელირება, ბიოლოგიურ სისტემებს ურთიერთკავშირი და გლობალური დათბობას თემა იყო.
შნეიდერი აქტიურად გამოდიოდა გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების მიღების მოთხოვნით და აცხადებდა, რომ ატმოსფეროს დაბინძურება უახლოეს მომავალში კლიმატის გლობალურ ცვლილებას გამოიწვევს.