თელავში, აღმაშენებლის გამზირზე მოძრავ მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანის აალება გაუმართავმა გაზგაყვანილობის სისტემამ გამოიწვია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც სხეულის მძიმე დამწვრობით ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.