საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის გამართვაზე თანმობა მისცა, - ამის შესახებ განკარგულება მან ცოტა ხნის წინ გამოსცა.
“საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2017 წლის 6 დეკემბრის 12 საათიდან, თანდართული დღის წესრიგით”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში.