,,ევროპული საქართველო” პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადასახადების შემცირებას და საგამოძიებო კომისიების შექმნას მოითხოვს.
„ბიუროს სხდომაზე უნდა იყოს განხილული საგამოძიებო კომისიების შექმნა, პირველი არის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, მეორე ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს გადასახადებიდან გათავისუფლების საკითხები, რომლებიც წლის განმავლობაში გვქონდა დაყენებული და აქტუალურია, რადგან არის ეკონომიკური კრიზისი და ამ კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი საშუალება არის გადასახადების დაწევა,“ - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.